ალექსი პეტრიაშვილი: ვერაფერი აღუდგება წინ სიმართლის დადგენას!

ალექსი პეტრიაშვილი: ვერაფერი აღუდგება წინ სიმართლის დადგენას!

ეს წინ გადადგმული ნაბიჯია სამართლიანობის დადგენისკენ. დარწმუნებული ვარ, ადვოკატები შეისწავლიან საქმეს და დაიცავენ ღირსეულად მათ დაცვის ქვეშ მყოფებს, მათ უდანაშაულობას დაამტკიცებენ სასამართლოზე.  აღნიშნული განცხადებას "თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი   საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე გრიფის მოხსნას აკეთებს და მას  სამართლიანობის დადგენისაკენ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს.

"ირაკლი ალასანიას, "თავისუფალი დემოკრატების", სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო თანადგომის ერთობლივი ძალისხმევა წარმატებით დასრულდა და პროკურატურა იძულებული გახდა, ეს მოთხოვნა გაეთვალისწინებინა. დღეს უკვე დოკუმენტების აბსოლუტურ უმრავლესობას გრიფი მოხსნილი აქვს, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია სამართლიანობის დადგენისკენ. დარწმუნებული ვარ, ადვოკატები შეისწავლიან საქმეს და დაიცავენ ღირსეულად მათ დაცვის ქვეშ მყოფებს, მათ უდანაშაულობას დაამტკიცებენ სასამართლოზე. ამას აუცილებლად შემდგომში მოჰყვება პასუხისმგებლობის საკითხი იმ ადამიანების მხრიდან, რომელთაც მოტივაციის გარეშე დააკავეს უდანაშაულო ადამიანები. ისინი აგებენ პასუხს", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

ვერაფერი აღუდგება წინ სიმართლის დადგენას და ადამიანების უდანაშაულობის დამტკიცებას. აცხადებს პეტრიაშვილი

"ჩვენ მოვუწოდებდით, რომ რაც უფრო მალე განასაიდუმლოებენ დოკუმენტებს, მით უფრო მალე გამოვლენ ამ ჩიხიდან. მესმის, რთულია იმის აღიარება მათთვის, რომ ამდენი ხნის მანძილზე ცდილობდენ პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებას და ადვოკატებისთვის ხელის შეშლას, მაგრამ ვერაფერი აღუდგება წინ სიმართლის დადგენას და ადამიანების უდანაშაულობის დამტკიცებას", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: