ირაკლი ღარიბაშვილი: ეს რკინიგზა პირდაპირ დააკავშირებს საქართველოს და თურქეთს!

ირაკლი ღარიბაშვილი: ეს რკინიგზა პირდაპირ დააკავშირებს საქართველოს და თურქეთს!

"ბიზნესის ხელშეწყობისთვის შევქმენით სახელმწიფო-საპარტნიორო ფონდი. ის საკმაოდ წარმატებულად თანამშრომლობს უცხოურ პარტნიორებთან. ქვეყანაში ფუნქციონირებს კერძო, 6-მილიარდიანი ფონდი, რომელიც  მიმართული იქნება ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და მრეწველობის დარგების განვითარებისკენ", - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლატვია-საქართველოს ერთობლივ ბიზნესფორუმზე გააკეთა.


"საქართველო, ქვეყანა, რომელიც ცენტრალური აზიის და ახლო აღმოსავლეთის გზაჯვარედინზე მდებარეობს, დამაკავშირებელი რგოლია დასავლეთ ევროპას, ცენტრალურ აზიას, ჩინეთსა და ინდოეთს შორის. აღნიშნული ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ჩვენს ქვეყანას რეგიონში ბუნებრივ სატრანსპორტო და ბიზნესცენტრად აქცევს. აქტიურად ვმონაწილეობთ რეგიონალურ პროექტებში.


ვახსენე ხელშეკრულება, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის სამოქმედო გეგმა, ქვეყნის ევროპიზაციის და ეკონომიკის მოდერნიზაციის. ხაზს ვუსვამ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობას და მის მნიშვნელობას. ეს რკინიგზა პირდაპირ დააკავშირებს საქართველოს და თურქეთს. წლის ბოლოსთვის იგეგმება სატესტო მატარებლის გაშვება. პროექტი მომავალი წლის ბოლოს დასრულდება", - განაცხადა პრემიერმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: