ვინ არის მოძალადე, რატომ ძალადობენ და როგორ ვებრძოლოთ ძალადობას?!

ვინ არის მოძალადე, რატომ ძალადობენ და როგორ ვებრძოლოთ ძალადობას?!

  ორგანიზაცია "ოჯახის"   დამფუძნებლებმა  ორგანიზაციის პრეზიდენტმა  ასმათ მაჭავარიანმა , პოეტმა ლია რუსიაშვილმა და "ქვაკუთხედის" მთავამა რედაქტორმა  ხათუნა საგინაშვილმა "ივერიონის" პრესკლუბში ქვეყანაში არსებულ ძალადობაზე ისაუბრეს.

 
  "საზოგადოება "ოჯახი" შეიქმნა იმისთვის, რომ ქვეყანაში გახშირდა  ძალადობა. საუბარია არა მხოლოდ ქალების მიმართ ძალადობაზე, არსებობს შემთხვევები, როდესაც პირიქით ხდება- ქალები ძალადობენ მამაკაცებზე.
  ოჯახი, ეს იყო ინსტიტუტი, რომელიც ოდითგანვე მორალზე იყო დამყარებული, დღესდღეობით კი ეს ელემენტი მოშლილია.
  ვფიქრობ, რომ  ორგანიზაცია დროულად შეიქმნა, რადგან საზოგადოება საშინელ ქაოსშია, რაც დრო გადის საზოგადოება  მით მეტად ექცევა ჩიხში. საზოგადოება 20 წლის წინ  საზოგადოება სახელმწიფოს აღმშენებლობისთვის უფრო მეტად იყო მზად, ვიდრე დღეს.  საერთოდ კი სახელმწიფოს აღმშენებლობაზე ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს,  მაგრამ სამწუხაროდ ამ კუთხით არაფერი კეთდება.  ერი დეგრადირებისკენ მიდის" აცხადებს  ასმათ მაჭავარიანი.
მისივე თქმით, ორგანიზაციის მიზანი საზოგადოების გაერთიანებაა.
  "ჩვენი ორგანიზაციის მიზანია საზოგადოება გაერთიანებისკენ წავიყვანოთ. ჩვენ იდეოლოგიური საზოგადოება ვართ.
    საქართველოში ოჯახი იყო  შეკრული, ერთი მთლიანი,როგორც მამაღმერთი, ძე და სულიწმინდა.  ჩვენი კულტი ქრისტიანობაა. შესაძლებელია ძალადობა ადრეც ხდებოდა, მაგრამ,ასე აშკარად არ ჩანდა.
 დღესდღეობით კი ოჯახის მთლიანობა დაირღვა,  რის შედეგადაც მივიღეთ  დანგრეული ოჯახები, ქუჩაში გამოსული ბავშვები, ეს ბავშვებიც ძალადობის მსხვერპლნი არიან.
   როგორც კი ოჯახი დაინგრევა  ერის ფსიქოლოგიურ დანგრევას გამოიწვევს და ერის დევალვაცია მოხდება.  
   ორგანიზაცია "ოჯახს" აქვს ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ანონიმურად დარეკოს და მიიღოს იურიდიული და ფსიქოლოგიური  დახმარება , მოგვმართონ ტელეფონზე 577 44 29 69
  დღეს გარემოს მიერ ადამიანის ფსიქიკა ზეწოლის ქვეშაა". აცხადებს ორგანიზაციის ერთ -რთი დამფუძნებელი ასმათ მაჭავარიანი.

  როგორც პოეტი  ლია რუსიაშვილი აღნიშნავს, რომ ეს ტალღა თავად მოძალადეების მიერ არის აგორებული.
  " ძალადობა ყველა დროში  მიუღებელია. მე კი სულ სხვა კუთხიდან მინდა მივიქციო თქვენი ყურადღება.  ეჭვი მაქვს ეს ტალღა  სწორედ იმ ადამიანების მიერაა  აგორებული, რომელიც თავად არის მოძალადე!
     საზოგადოებაში ჩამოაყალიბეს ტაბურეტიანიანი მღვდლის სახე, რომელსაც სინამდვილეში ეს ტაბურეტი ადამიანი დასახმარებლად იყო მისული.  ვსვამ კითხვას: ძალადობა რომელი კუთხიდან შეიძლება დაფიქსირდეს, ვინც ამ მღვდლისგან ბუა შექმნა, თუ იმისგან, ვინც ამ ტაბურეტით მხოლოდ გასაშველებლად იყო მისული.
 ქართულ ეკლესიას ძალიან დიდი როლი უჭირავს ქართული ოჯახის შენარჩუნებაში.  ეკლესია  ამბიონიდან ყოველთვის ქადაგებდა  ოჯახის სიმტკიცეს და სიძლიერეს და არც ახლა გადაუხვევს ამ გზას". განაცხადა რუსიაშვილმა
  მისივე თქმით, საქართველოს ეკლესიას გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია. 
" ქართულ ეკლესიას გაცილებით მეტი შეუძლია. ბავშვებს, რომლებიც ქუჩაში სამათხოვროდ  არიან გამოსულები  მთავრობამ და  საპატრიარქომ  თუ არ მიხედა  როგორ თაობას მივიღებთ?
 რამდენიმე წლის წინ  აშენდა სახლი, რომელშიც ქუჩაში მყოფი ბავშვები აფარებდნენ თავს, მაგრამ ისინის  იქ არ გაჩერდნენ, კვლავ ქუჩას დაუბრუნდნენ, მათი ფსიქიკა დანგრეულია.  რას აკეთებს ხელისუფლება და საპატრიარქო, რატომ უყურებენ ამ ბავშვების ტანჯვას. ბავშვების ეს მდგომარეობა ფსიქოლოგიური ძალადობაა. თუ ამ  ბავშვებს ჰყავთ მშობლები, ისინი ძალადობენ, ან კიდევ სხვა, ვისაც  ეს ბავშვები ქუჩაში გამოჰყავს.
  მივმართავ ხელისუფლებას , საპატრიარქოს,   მივხედოთ ამ ბავშვებს, ბავშვები არ უნდა მათხოვრობდნენ"- განაცხადა ლია რუსიაშვილმა.

  "ორგანიზაცია ოჯახს" საზოგადოების სიყვარული  დააფინანსებს. ამით კი ჩვენ ბევრ კეთილ საქმეს გავაკეთებთ.  აღნიშნულზე ორგანიზაია "ოჯახის" ერთ ერთმა დამფუძნებელმა,  ჟურნალ "ქვაკუთხედის" მთავარმა რედაქტორმა ხათუნა საგინაშვილმა გაამახვილა ყურადღება. 
   "ჩვენი ორგანიზაცია პოპულარიზაციას გაუწევს ყოველგვარი ძალადობის აღმოფხვრას.
 ძალადობაზე დიდ ი აჟიოტაჟია, დიდი ხმაურია ატეხილი ციხის კადრებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ გარემოდან  ძალადობის ნაკადი, აგრესია იღვრება.
ამ კუთხით მნიშვნელოვანია მართლმადიდებლური როლის გაზრდა. შინაგანად ეკლესია არის ის ღვთაებრივი სახე, სადაც ადამიანის ფერისცვალება მიიღწევა. ეს ფერისცვალება კი გამოიწვევს იმას, რომ საზოგადოება გაჯანსაღდება.
   რამდენადაც ცნობილია, კანონმდებლობის დონეზე არსებობს საზოგადოებრივი შრომის ინსტიტუტი, რომლის ამოქმედებაც ურიგო არ იქნებოდა. მოძალადეები კი ამ ფიზიკური შრომის ქვეშ მოექცეოდნენ". განაცხადა  საგინაშვილმა.
  როგორც ორგზანიზაცია "ოჯახის" დამფუძნებლები აცხადებენ, მათი დევიაზია: "საქმემან ჩემმან წარმოამჩინოს". მთავარია კონკრეტული საქმე გაკეთდეს და სხვა დანარჩენი  გამოჩნდება!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: