ფარული მოსმენების შესახებ ორი კანონპროექტის დამტკიცებას არ გამორიცხავენ

ფარული მოსმენების შესახებ ორი კანონპროექტის დამტკიცებას არ გამორიცხავენ

პარლამენტში ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტების განხილვა იწყება. პირველ რიგში, კანონმდებლები განიხილავენ იმ პროექტს, რომელიც წარმოადგინა ეკა ბესელიამ. ამ პროექტის გახილვა გუშინდელ სესიაზე ვერ მოესწრო. ამის შემდეგ პარლამენტი განიხილავს ვახტანგ ხმალაძის პროექტს.

არ არის გამორიცხული პარლამენტმა მიიღოს ორივე კანონპროექტი და ორივე იქცეს კანონად. თუმცა, საბოლოო სიტყვას იტყვის პრეზიდენტი და ის გადაწყვეტს, თუ რომელ კანონს მოაწეროს ხელი.

"თუ ორივე კანონი მივიღეთ და თუ პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ორივეს, ორივე შევა ძალაში. ასეთ შემთხვევაში იმოქმედებს ის კანონი, რომელიც ბოლოს იქნება მიღებული", - განაცხადა  ლევან ბერძენიშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: