35-ე სპორტულ სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა
დღეს თბილისის 35-ე სპორტულ სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა, მიზეზი სკოლის დირექტორის მიერ თანამშრომლების გათავისუფლებაა.
დირექტორის მოადგილეების პროტესტს მოსწავლეებიც შეუერთდნენ, რამაც სასწავლო პროცესის მიმდინარეობას ხელი შეუშალა.
ამ თემას განათლების სამინისტრო გამოეხმაურა. მინისტრის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში შეიკრიბება კომისია, რომელიც განიხილავს სამსახურებიდან დათხოვნილი პედაგოგების საქმეებს.
35 სკოლის დირექტორის ლია ქევანიშვილის თქმით, სამსახურიდან გათავისუფლებულები ვერ ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას, სკოლაში კი ძლიერი გუნდია საჭირო.
დირექტორს პედაგოგებმა გათავისუფლებული თანმშრომლების დაბრუნების თხოვნით მიმართეს, თუმცა მათ ლია ქევანიშვილისგან უარი მიიღეს.