თინა ხიდაშელი: ვრჩებით ამ ღირებულებების ერთგულად, ვიბრძოლებთ ბოლომდე!

თინა ხიდაშელი: ვრჩებით ამ ღირებულებების ერთგულად, ვიბრძოლებთ ბოლომდე!

ყველას გასაგონად მინდა ვთქვა, განსაკუთრებით იმ ადამიანების გასაგონად, ვინც დაინტერესებულია ხელისუფლების და კოალიციის დასუსტებით  - რესპუბლიკური პარტია არსად არ მიდის. განცხადება ამის შესახებ  "რესპუბლიკელმა" თინა ხიდაშელმა გააკეთა.

"გუშინ მაღალი ენთუზიაზმით საუბრობდნენ იმაზე, რომ უმრავლესობა აღარ არსებობს. ყველას გასაგონად მინდა ვთქვა, განსაკუთრებით იმ ადამიანების გასაგონად, ვინც დაინტერესებულია ხელისუფლების და კოალიციის დასუსტებით  - რესპუბლიკური პარტია არსად არ მიდის. რესპუბლიკურმა პარტიამ ბიძინა ივანიშვილთან ერთად "ქართული ოცნება" დააფუძნა და დააფუძნა იმ ღირებულებებისთვის, რომლის გამოც თქვენ დაგიპირისპირდით. ვრჩებით ამ ღირებულებების ერთგულად, ვიბრძოლებთ ბოლომდე "ქართულ ოცნებაში" იმისთვის, რომ ეს ღირებულები იყოს მთავარი პრიორიტეტი, გახდეს კანონმდებლობის ნაწილი და ამ ღირებულებებით იმართებოდეს ქვეყანა - ადამიანის ღირსების, პატივის, პირადი ცხოვრების, თავისუფლების და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის. ჩემს მეგობრებთან ერთად, ამ დღის წესრიგს, დარჩენილი ორი წლის მანძილზე ბოლომდე მოვიყვანთ", - მიმართა ხიდაშელმა "ნაციონალურ მოძრაობას".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: