გამოკითხვის თანახმად, დიმიტრი ლორთქიფანიძე ლიდერობს
სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის გამოკითხვების მიხედვით, სახალხო დამცველის კანდიდატთა შორის დიმიტრი ლორთქიფანიძე ლიდერობს.
როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრებმა განაცხადეს, თბილისის რამდენიმე უბანში ჩატარენული გამოკითხვით, დიმიტრი ლორთქიფანიძეს 67,99% უჭერს მხარს, თამარ გურჩიანს 3,97%, გელა ნიკოლაიშვილს 18,32%, ხოლო ლია მუხაშავრიას 9,71%.
"მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ სახალხო დამცველის პოსტზე ნინა ხატისკაცი უკვე წარადგინა, პარლამენტმა საზოგადოების უმრავლესობის აზრიც უნდა გაითვალისწინოს, რადგან დიმიტრი ლორთქიფანიძე ლიდერობს. საზოგადოების აზრი კი მნიშვნელოვანია", - აცხადებენ სტუდენტები.