ბაჩო ახალაიას ბრალი ორი მუხლით წაუყენეს
თავდაცვის ყოფილ მინისტრის ბაჩო ახალაიას ბრალი 143-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტითა და 333-ე მუხლის მე-3 პუნქტით წაუყენეს.
როგორც ადვოკატმა წინასწარი დაკავების იზოლატორითან ჟურნალისტებს განუცხადა, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.
"სასამართლო ხვალ გაიმართება. მტკიცებულებად ფიზიკური პირების ჩვენებები და განცხადებები იყო წარდგენილი ", - განაცხადა ახალაიას ადვოკატმა.
გიორგი კალანდაძის, ბაჩო ახალაიას და ზურაბ შამათავას სასამართლო პროცესი თბილისის საქლააქო სასამართლოში ხვალ გაიმართება.