დავით საგანელიძე: უკანონობა ყველა ქვეყანაში არსებობს და მას უნდა ვებრძოლოთ!

დავით საგანელიძე: უკანონობა ყველა ქვეყანაში არსებობს და მას უნდა ვებრძოლოთ!

   როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ  კანონობა ყველა ქვეყანაში არის და მას უნდა ვებრძოლოთ.


  როგორც საგანელიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ფარული მოსმენების "გასაღებთან" დაკავშირებით ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის წარდგენილი პაკეტი უკანონო მოსმენების საკითხს არ ეხება.

"მინდა, ხაზგასმით ვთქვა, კანონი უკანონობას ვერც იქით განსაზღვრავს და ვერც - აქეთ. საუბარია იმაზე, როგორ განხორციელდეს კანონიერი მოსმენა, როგორი იყოს უწყებების კანონიერი საქმიანობა. ჩვენ ვსაუბრობთ და ვმსჯელობთ, როგორი უნდა იყოს ფარული მოსმენების კანონიერი პროცესი. როცა ვსაუბრობთ უკანონო მოსმენებზე, ნუ შეგვყავს მოსახლეობა შეცდომაში. უკანონო მოსმენის საკითხს არც ერთი ეს კანონი არ ეხება და არ ითვალისწინებს. სამწუხაროდ, უკანონო მოსმენები იყო, შეიძლება ახლაც არის და ეჭვი მაქვს, რომ არსებობს. უკანონობა ყველა ქვეყანაში არსებობს და მას უნდა ვებრძოლოთ", - განაცხადა საგანელიძემ.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: