პაატა ზაქარეიშვილი: ე.წ.ხელშეკრულებაზე ჩართული გვყავს მთელი მსოფლიო!
ყველა უკანონო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მთელი მსოფლიო ჩართულია, რაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს არასოდეს ყოფილა. აღნიშნული განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა გააკეთა.
"ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმი არის ის უპრეცედენტო მობილიზება, რაც ხდება ჩვენი ხელისუფლების მიერ და არ ხდებოდა არასდროს სააკაშვილის ხელისუფლების დროს. ყოველ ხელშეკრულებაზე ჩართული გვყავს მთელი მსოფლიო, რაც სხვა დროს არასდროს ყოფილა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
რუსეთთან ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების სურვილს ცხინვალის, პაატაზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, თუმც ეს ჯერ ვარაუდის დონეზეა.
"ჯერჯერობით ეს ისმის ცხინვალიდან, თანაც ვარაუდით, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ნამდვილად განხორციელდეს. ეს ხელშეკრულება იქნება ისეთივე უკანონო, არ ექნება არანაირი კანონიერი საფუძველი და ისევე იქნება მსოფლიოს მიერ აღქმული, როგორც აბსოლუტურად არარსებული დოკუმენტი, როგორიც აფხაზეთის მიმართულებით იყო", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
"მოკავშირეობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ" ე.წ. შეთანხმება რუსეთსა და აფხაზეთის მარიონეტულ ხელისუფლებას შორის 24 ნოემბერს სოჭში გაფორმდა.