პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონპროექტს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.
კანონპროექტს ხმა 74 დეპუტატმა მისცა, ხოლო პროექტის წინააღმდეგ 45 დეპუტატი წავიდა.
აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, ფარულ საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების უფლება შსს-ს რჩება, თუმცა, ამოქმედდება ე.წ. ორდონიანი სისტემა- ე.წ. ორი გასაღები, რომელთაგან ერთი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ექნება.