ეკა ბესელია: ვეტოს გამოყენების საფუძველს ვერ ვხედავ!
ე.წ გასაღებთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ კანონზე ვეტოს დადების საფუძველს ვერ ხედავს.
"თუ ამ ყველაფერს შევხედავთ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან, ადამიანის უფლებების და უსაფრთხოების დაბალანსების პრინციპიდან, მე ვერ ვხედავ ვეტოს გამოყენების საფუძველს.
უნდა შევხედოთ ამ პროცესს - რა მნიშვნელობა აქვს მას ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ყველაზე მაღლა დგას არა ჩვენი პოპულარობა და ჩვენი პირადი იმიჯი, არამედ სწორედ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება და მათი პირადი უფლებები",-განაცხადა ბესელიამ.
აღნიშნული კანონის მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების უფლება შსს-ს კვლავ რჩება, თუმცა შსს-ს მხრიდან აღნიშნულ ქმედებებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი აკონტროლებს.