გიორგი ონიანი:-"ვეტოს დაძლევა ხელისუფლების გარდაუვალ მარცხს ნიშნავს"

გიორგი ონიანი:-"ვეტოს დაძლევა ხელისუფლების გარდაუვალ მარცხს ნიშნავს"

   საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფარული მოსმენების კანონპროექტს ვეტო დაადო და პარლამენტს ახალი ვარიანტი შესთავაზა. ამ ფაქტს უფლებადამცველი გიორგი ონიანი ეხმიანებს და "ივერიონთან" საუბარში ამბობს:

   -"ვეტოს დადება იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, მე როგორც ყოფილი სამართალდამცავი ცალსახად ვაცხადებ, რომ შსს, თუ მასზე არ იქნა სერიოზული კონტროლი, ყოველთვის განახორციელებს უკანონო მოსმენებს, მართალია იდიალური არც პრეზიდენტის ვარიანტია და მასაც სჭირდება დახვეწა, მაგრამ ყველაზე პროგრესული წარმოდგენილ ვარიანტებს შორის ნამდვილად არის. 

   კითხვაზე-შეძლებს თუ არა პარლამენტი ვეტის დაძლევას?-ონიან ამბობს:

   -"ვეტოს დაძლევს ივანიშვილი, ღარიბაშვილი, ნაციონალების დაწუნებული პარლამენტარების და ოცნების ყველაზე შავბნელი ჯგუფი ერთად, ეს კი საბოლოოდ ხელისუფლების გარდაუვალ მარცხს ნიშნავს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: