ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

გიგლა აგულაშვილი:-"ამ პროექტს მე მხარი არ დავუჭირე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ვერსიას მივიღებ აპრიორი"

გიგლა აგულაშვილი:-"ამ პროექტს მე მხარი არ დავუჭირე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ვერსიას მივიღებ აპრიორი"

   საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფარული მოსმენების კანონპროექტს ვეტო დაადო და პარლამენტს ახალი ვარიანტი შესთავაზა. "ივერიონი" კომენტარისთვის უმრავლესობის წევრს გიგლა აგულაშვილს დაუკავშირდა.

 

   -"ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესები, ჩემი აზრით, ერთის მხრივ, ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის ამაღლებას და, მეორეს მხრივ, პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის დეფიციტზე მიუთითებს. ვეტო მოსალოდნელი იყო მაღალი ალბათობით. პრეზიდენტის შემოთავაზებულ ვარიანტს ჯერ არ გავცნობივარ. მთავარია, დავინახო, რამდენად გამორიცხავს ეს მოდელი უკანონო მოსმენებს. ვეტოს დასაძლევად უმრავლესობის უმრავლესობას 76 ხმა, ანუ სრული მობილიზება სჭირდება".

   -შეძლებს უმრავლესობა მობილიზებას და ვეტოს დაძლევას?

   -ძნელი სათქმელია. წინა ორი დღის კენჭისყრებზე კანონს მაქსიმუმ 75-მა კაცმა დაუჭირა მხარი. პლუს ერთი ხმის მიმატება, ალბათ, არ გაჭირდება.

   -და რამდენად სწორი იქნება პარლამენტის მხრიდან ვეტოს დაძლევა?

   -გააჩნია რას გვთავაზობს პრეზიდენტი. ამ პროექტს მე მხარი არ დავუჭირე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ვერსიას მივიღებ აპრიორი. იმედია, ჩემი კოლეგებიც კანონის დებულებების მიხედვით მიიღებენ თავის გადაწყვეტილებას.

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: