დავით საგანელიძე:-"ვეუბნები პრეზიდენტს, დოკუმენტი მოგვაწოდოს დროზე!"

დავით საგანელიძე:-"ვეუბნები პრეზიდენტს, დოკუმენტი მოგვაწოდოს დროზე!"

   უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე პრაზიდენტის მიერ ვეტის დადებას ეხმიანება და აცხადებს:

 

   -"მივმართავ პრეზიდენტს და ვეუბნები, დოკუმენტი მოგვაწოდოს დროზე, რომ პარლამენტმა შეძლოს შესაბამისი რეაგირება ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, ყველამ იცით, რომ 1 დეკემბრამდეა ვადა და 1-ის მერე იქნება სამართლებრივი ვაკუუმი შს სამინისტროს სტრუქტურებისთვის. დღის ბოლომდე ვიმუშავებთ პარლამენტი და ველოდებით დოკუმენტს პრეზიდენტისგან. დღეს ვერ მოასწრებენ ქაღალდზე გადაიტანონ თავიანთი შენიშვნები? ხვალ დავნიშნავთ კიდევ სხდომას, ხვალაც დაველოდებით და ჩვენ ჩვენს ფუნქციას შევასრულებთ"-აცხადებს საგანელიძე. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: