ნინო ბურჯანაძე:-"ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველა სხვა პრობლემა საქართველოში მოგვარებულია და მხოლოდ მოსმენების პრობლემაღა დარჩა მოსაგვარებელი"

ნინო ბურჯანაძე:-"ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველა სხვა პრობლემა საქართველოში მოგვარებულია და მხოლოდ მოსმენების პრობლემაღა დარჩა მოსაგვარებელი"

   -"ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველა სხვა პრობლემა საქართველოში მოგვარებულია და მხოლოდ მოსმენების პრობლემაღა დარჩა მოსაგვარებელი"-ასე გამოეხმაურა "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსმენების შესახებ კანონპროექტის განხილვას. მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა, მაგრამ კანონპროექტის მიღებას არავითარი აზრი არ აქვს, როდესაც არ არსებობს პოლიტიკური ნება ამ პრობლემის მოგვარებისა. 

   -"რაც შეეხება ვეტოს და იმ სრულიად გაუგონარ ვითარებას რაც პარლამენტში ეს დღეები ხდებოდა, ეს არის ცალკეული ჯგუფებისა და ადამიანების მცდელობა, თავიანთი ძალაუფლების გამყარებისა. ეს ნიშნავს იმას, რომ ცალკეული ჯგუფები ემზადებიან მომავალი არჩევნებისათვის და თავიანთ პოზიციებს იმყარებენ.

   გუშინდელი ფაქტი არის ერთმნიშვნელოვანი დადასტურება იმისა, რომ ქვეყანაშია პოლიტიკური კრიზისი, იმიტომ რომ უმრავლესობა უბრალოდ არ არსებობს, უმრავლესობა გუშინ გარდაიცვალა და როცა პარლამენტის თავმჯდომარე გვეუბნება, რომ იგი განსხვავებულად აძლევს ხმას ვიდრე ეს არის უმრავლესობის პოზიცია, ეს არ არის დემოკრატია. დემოკრატიაა ის, რომ უმცირესობა ემოჩილება უმრავლესობის გადაწყვეტილებას," - განაცხადა მან.

   ნინო ბურჯანაძის თქმით ქვეყანაშია პოლიტიკური კრიზისი და ეს არის წინაპირობა იმისა, რომ ჩატარდეს ვადამლდელი არჩევნები, რათა ქვეყანას ერთხელ და სამუდამოდ, ჰყავდეს ნორმალური მთავრობა და პარლამენტი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: