ეკა ბესელია:-"მე მეგონა, რომ ჯერ დაწერა და გადაწყვეტილება შემდეგ მიიღო და არა პირიქით"

ეკა ბესელია:-"მე მეგონა, რომ ჯერ დაწერა და გადაწყვეტილება შემდეგ მიიღო და არა პირიქით"

   ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონის თანაავტორი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული ალტერნატიულ ვარიანტზე პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ახალი ვარიანტი ჯერ-ჯერობით მისთვის გაუგებარია. 

 

   -"მე მეგონა, რომ ჯერ დაწერა და გადაწყვეტილება შემდეგ მიიღო და არა პირიქით. ამიტომ ვცდილობ, მოვიპოვოთ, რა დაწერა, რომ გავიგოთ კარგად და ჩემი კომპეტენტური აზრი შემდეგ გამოვხატო. რაც მოვისმინე პრესკონფერენციით, პრეზიდენტისგან გავიგე ის, რომ მოდელს, რომელიც შევთავაზეთ პარლამენტს და მივიღეთ, ალტერნატივა არ აქვს. ველოდები, რას დაწერს და იქნებ წერის პროცესი დროულად დასრულდეს. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დოკუმენტი რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ, არ მოსულა" - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

   ბესელაის თქმით, საკუთარ აზრს მას შემდეგ გამოხატავს, როდესაც პრეზიდენტი საკუთარ ვარიანტს პარლამენტისთვის საჯაროს გახდის.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: