კახა კახიშვილი: იუსტიციის საბჭო პრეზიდენტის ხელში დისკრიმინაციის საშუალება იყო

კახა კახიშვილი: იუსტიციის საბჭო პრეზიდენტის ხელში დისკრიმინაციის საშუალება იყო

იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესებში შესაძლო ცვლილებებთან  დაკავშირებით, კახა კახიშვილი "ივერიონთან" საუბრისას აცხადებს, რომ იუსტიციის საბჭო არ არის ორიენტირებული სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. პირიქით, ის არის დისკრიმინაციისა და დევნის საშუალება პრეზიდენტის ხელში. "ამიტომაც, ის კანონპროექტი, რომელიც შემუშავდა იუსტიციის სამინისტროს მიერ მართებულად მიმაჩნია", _ ამბობს ექსპერტი.


შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტრომ საზოგადოებას დღეს წარუდგინა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვით, პრეზიდენტს  იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის დანიშვნის უფლება აღარ ექნება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: