პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოზე იმსჯელებენ
საქართველოს პარლამენტი დღეს, პრეზიდენტის ვეტოზე იმსჯელებს.
პარლამენტის ბიურომ გუშინ პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული შენიშვნების განხილვის პროცედურა დაადგინა.
ბიუროს გუშინდელ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განმარტა, თუ როგორ უნდა მოხდეს პრეზიდენტის ვეტოს განხილვა. უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ მედიის საშუალებებით დეპუტატების კომენტარები მოისმინა, რომელიც რეგლამენტს საერთოდ არ შეესაბამება.
უსუფაშვილის თქმით, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე თავდაპირველად პრეზიდენტის შენიშვნებზე იმსჯელებს, შემდეგ კი კენჭისყრა ჩატარდება.
"თუკი პარლამენტი კანონპროექტს დაამტკიცებს, ის ხელის მოსაწერად ქვეყნის პრეზიდენტს გადაეგზავნება და თუკი მარგველაშვილი მას ხელს არ აწერს, ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე", - განაცხადა უსუფაშვილმა.