ია ანთაძე: მაია მიმინოშვილს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს!

ია ანთაძე: მაია მიმინოშვილს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს!

მაია მიმინოშვილის "ფეისბუკით" გაკეთებულ განცხადებას,  ჟურნალისტი ია ანთაძე გაუგებრობას უწოდებს.


მაია მიმინოშვილი წერს, რომ  სინამდვილეს არ შეესაბამება იმფორმაცია, თითქოს ის სამსახურიდან პირადი მოტივით აპირებს თანამშრომელთა დათხოვნას. მისივე განმარტებით, ეს დეზინფორმაცია ია ანთაძემ  გაავრცელა.


ია ანთაძე "ივერიონთან" საუბარაში განმარტავს, რომ მსგავსი არაფერი უთქვამს, პირიქით, ის მხოლოდ კეთილგანწყობას ინარჩუნებს იმ პროცესებისადმი, რაც გამოცდების ეროვნულ ცენტრში მაია მიმინოშვილის დაბრუნების შემდეგ მიმდინარეობს.


"ფეისბუკზე", ჩემს "თაიმ ლაინზე" დაიდო ინფორმაცვია იმის შესახებ, თითქოს მიმინოშვილი სამსახურიდან თანამშრომლების გაშვებას აპირებდა, რასაც მაშინვე გამოვეხმაურე და პოსტის ავტროს ავუხსენი, რომ ეს ინფორმაცია არასწორი იყო და რომ  მხოლოდ დადებითად ვაფასებდი მიმინოშვილის საქმიანობას.  როგორც ჩანს, მას არასწორად მიაწოდეს ინფორმაცია, ანუ ჩემს "თაიმ ლაინზე" გავრელებული ინფორმაციის ავტორობა მე მომაწერეს. სამწუხაროდ, მიმინოშვილი ჩემს კომენტარებს ვერ წაიკითხავდა, რადგან "ფეისბუკის" ე.წ. მეგობრებში არ მყავს. ამისტომ, მაია მიმინოშვილმა უნდა იცოდეს, რომ აქ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი და ამ ბრალდებაში მე წვლილი არ მიმიძღვის", _ აცხადებს ია ანთაძე.


როგორც ჟურნალისტმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, მან უკვე მისწერა ამის შესახებ პირად ფოსტაზე მიმინოშვილს და იმედი გამოთქვა, რომ ამით გაუგებრობაც ამოიწურებაა.


შეგახსენებთ, რომ მაია მიმინოშვილმა დღეს "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე დაწერა: "ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტი დამიკავშირდა და მკითხა, შეეფერება თუ არა სინამდვილეს, რომ იმ თანამშრომლებს, რომლებმაც მაისში გამოცდების ეროვნული ცენტრი არ დატოვეს, სამსახურიდან ვათავისუფლებ და ხელფასს ვაკლებ. კითხვა უცნაურად მეჩვენა. ეს ინფორმაცია  ია ანთაძემ გაავრცელა".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: