საქართველოს პრეზიდენტმა ფარული მოსმენების შესახებ ვეტოდაძლეულ კანონს ხელი მოაწერა
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ფარული მოსმენების შესახებ ვეტოდაძლეულ კანონს ხელი მოაწერა.
ფარული მოსმენების საშუალებებზე პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა შსს-ს დარჩა. მან ამის შესაძლებლობა ე.წ. გასაღების დატოვებით შეინარჩუნა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის მიცემული მეორე "გასაღები" კი, მხოლოდ ფარულ სატელეფონო მოსმენებისას იმუშავებს.
პარლამენტმა ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტი სამი მოსმენით, დაჩქარებული წესით დაამტკიცა.