დავით თევზაძე:-"ყველას დაგვცინიან!"

დავით თევზაძე:-"ყველას დაგვცინიან!"

   მეგის ქარდავას, წამების საქმეზე, ზუგდიდის სასამართლომ 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამ ფაქტს ექს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:

   -"მეგის ქარდავას, წამების საქმეზე ზუგდიდის სასამართლომ 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. კვიციანს – თორმეტი. ყველას დაგვცინიან. გიგლა აგულაშვილი ამბობს: "დემოკრატიის ოთხ პრინციპზე მაქვს მოსმენილი საინტერესო ლექცია. მომხსენებელი ამბობდა ასეთ რამეს – პირველი პრინციპია – დაიცავი შენი სამშობლო, მეორე – გადაიხადე გადასახადები, მესამე – დაამხე შენი ხელისუფლება, იგულისხმება მომენტი, თუ შენი სახელმწიფო ხდება ტირანული, შენ უფლება გაქვს, ყველა ღონე იხმარო, მათ შორის დაამხო ის, მეოთხე – დაემორჩილე სასამართლოს". მაგრამ რას დავარქვათ სასამართლო?

ჩვენ რომ სასამართლო გვაქვს იმასაც დავემორჩილოთ? იქნებ აჯობებს, რომ ტირანიად მივიჩნიოთ? სახელმწიფო ვერასოდეს გახდება ტირანული, თუ სასამართლო არ "მოიმარჯვა". ასე რომ, როდესაც ამხობ ერთს, უნდა მიაყოლო მეორეც, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ იმას, რაც მივიღეთ: აბუჩად აგდება".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: