დავით პატარაია: გიორგი მარგველაშვილი მიესალმება პარლამენტში განხორციელებულ პროცესებს!

დავით პატარაია: გიორგი მარგველაშვილი მიესალმება პარლამენტში განხორციელებულ პროცესებს!

 როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ განმარტა, გიორგი მარგველაშვილმა ვეტოდადებულ კანონპროექტს ხელი იმიტომ მოაწერა, ომ მოსმენების ლეგალურ განხორციელებასთან დაკავშირებით  სამართლებრივი ვაკუუმი იქმნებოდა.

 

  პატარაიას თქმით,  გიორგი მარგველაშვილი მიესალმება  საქართველოს პარლამენტში განხორციელებულ პროცესებს, რადგან მას მიაჩნია, რომ ეს დემოკრატიული პროცესია.


"პრეზიდენტი, კონსტიტუციის მიხედვით არის სახელმწიფო ორგანოების ფუნქციონირების უზრუნველყოფითი პირი, შესაბამისად, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა დაძლია ვეტო, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და დაყოვნების გარეშე მოაწერა ხელი ამ კანონს. გარკვეული სამართლებრივი ვაკუუმი იქმნებოდა მოსმენების ლეგალურ განხორციელებასთან დაკავშირებით და სწორედ ამ მხრივ იყო პრეზიდენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება მიზანშეწონილი. საქართველოს პრეზიდენტი არ ეთანხმებოდა იმ კანონების პრინციპებს და სულისკვეთებას, რომელიც იქნა მიღებული პარლამენტში, ვინაიდან მას მიაჩნდა და დღესაც მიაჩნია, რომ არ არის უზრუნველყოფილი სათანადო ბალანსი უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებებს შორის, მაგრამ მას შემდეგ, რაც მან გამოიყენა ვეტოს მექანიზმი და პარლამენტმა დაძლია ეს ვეტო, ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტმა იხელმძღვანელა ტექნიკური ხელმოწერის პრინციპით, ვინაიდან თუ პრეზიდენტი ხელს არ მოაწერდა, ისედაც მოაწერდა პარლამენტის თავმჯდომარე", - განაცხადა დავით პატარაიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: