დავით კერესელიძე: ვიზიტის ფარგლებში ყველა საკითხზე სასაუბროდ უნდა ვიყოთ მზად!

დავით კერესელიძე: ვიზიტის ფარგლებში ყველა საკითხზე სასაუბროდ უნდა ვიყოთ მზად!

   როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა, საქართველოს რემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი დაგეგმილია და ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს.

  მისი თქმით, ვიზიტის თარიღი ცნობილი არ არის, ის დამოკიდებულია უკრაინის მინისტრთა კაბინეტის წარდგენაზე.

"თარიღი არ არის ცნობილი, თუმცა, მიმდინარეობს მუშაობა. ეს იქნება უმაღლესი დონის ვიზიტი და, შესაბამისად, ყველა საკითხზე სასაუბროდ უნდა ვიყოთ მზად. ასევე,  ჩვენ ველოდებით უკრაინაში მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებასაც და ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია, დავგეგმოთ ვიზიტი.

27 ნოემბერს უკრაინაში ჩატარდა პოლიტიკური კონსულტაციები, რომელსაც ქართული მხრიდან უხელმძღვანელა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ. დაიგეგმა მთელი რიგი ღონისძიებები, რათა ორი ქვეყნის თანამშრომლობა გახდეს კიდევ უფრო აქტიური და კოორდინირებული როგორც ევროინტეგრაციის, ისე რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციის თვალსაზრისით. ამ კონსულტაციების და სხვა სამუშაოების შედეგია ის, რომ უახლოეს ხანებში განხორციელდება საქართველოს პრემიერის ვიზიტი უკრაინაში. ეს ვიზიტი იქნება წარმომადგენლობითი და მასში მონაწილეობას სხვა მინისტრებიც მიიღებენ. ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობის გარღმავებას და თანამშრომლობას", - განაცხადა კერესელიძემ.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: