ალექსანდრე ჭიკაიძე სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

ალექსანდრე ჭიკაიძე სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

   საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი  ალექსანდრე ჭიკაიძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთში გაემგზავრა. .  ვიზიტის ფარგლებში დაგეგმლია  სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრა.  შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე  შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსს , ეროვნული უსაფრთხოების უფროსსა და საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრს.

შეხვედრაზე მხარეები სამართალდამცავ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში 2 დეკემბერს დასრულდება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: