გიორგი კვირიკაშვილი: სახელმწიფო ბაზარზე არსებულ სპეკულაციებს და პანიკებს არ უნდა აჰყვეს!
სახელმწიფო არავითარ შემთხვევაში არ უნდა აჰყვეს იმ სპეკულაციებს და პანიკებს, რაც ბაზარზე ხდება. აღნიშნული განცხადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარბის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯურნალისტებთან საუბრისას გააკთა.
კვირიკაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს პანიკას არ აჰყვეს.
"ინვესტიციების მიმართულებით, ჩვენ წელს მინიმუმ შარშანდელ მაჩვენებელზე გავალთ აუცილებლად წლის ბოლოსთვის. რაც შეეხება დანარჩენ ფაქტორებს, უამრავი ფაქტორი ახდენს ლარის კურსზე გავლენას. რა თქმა უნდა, სახელმწიფო არავითარ შემთხვევაში არ უნდა აჰყვეს იმ სპეკულაციებს და პანიკებს, რაც ბაზარზე ხდება. ეროვნული ბანკი, რამდენადაც ვიცი, ახორციელებს ზომიერ ინტერვენციებს იმისათვის, რომ ნახტომისებური ცვლილებები არ მოხდეს და მგონია, რომ ამის იქით სახელმწიფოს ჩარევა მიზანშეწონილი არ არის. ასევე მოვუწოდებ ყველას, არ იყოს პანიკა, იმიტომ, რომ პანიკა ასეთ შემთხვევაში ყოველთვის ცუდად მოქმედებს. არაფერი საპანიკო ამ მიმართულებით ნამდვილად არ გვაქვს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1,84-ს შეადგენს.