დავით სერგეენკო: საქართველოში ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა!

დავით სერგეენკო: საქართველოში ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა!

   საქართველოში ბავშვთა  სიღარიბის მაჩვენებელი მცირდება.  აღნიშნული განცხადება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისთებთან თემის კომენტირებისას გააკეთა.


 ჯანდაცვის მინისტრი UNISEF-ისა და მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას "საერთო კეთილდღეობის სოციალური დაცვის ძლიერი სისტემის მეშვეობით მხარდაჭერა" ესწრება.

 

    "ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს UNISEF-თან, ჩვენ ვთანამშრომლობთ მათ შორის ბავშვთა სიღარიბის დაძლევის მიმართულებით. ეს პრობლემა - ბავშვთა სიღარიბე პრობლემური საკითხია მრავალი ქვეყნისთვის. ბოლო  კვლევებით, ევროპის ქვეყნებში გაზრდილია ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი. საქართველოში კი დინამიკა შეიცვალა და ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა. უკიდურეს სიღარიბეში მყოფ ბავშვთა ჯგუფებთან მიმართებაში კი სერიოზული სამუშაოების ჩატარება მოგვიწევს", - განაცხადა სერგეენკომ.

კონფერენციას ასევე ესწრებიან UNISEF-ის წარმომადგენელი საქართველოში საშა გრაუმანი და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალი. გრაუმანის თქმით, საქართველოში სოციალური დახმარების ზრდა მოხდა, თუმცა, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ბავშვთა წილი მაინც გაიზარდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: