რომან გოცირიძე: დახარჯავ? პასუხი აგეთ ლარზე! არ დახარჯავ? პასუხი აგეთ ჩავარდნაზე!
საქართველოს ეკონომიკური განვითარების ხელმძღვანელი რომან გოცირიძე facebook- ის საკუთარ გვერდზე საქართველოს ბიუჯეტზე წერს.
მისი თქმით, ბიუჯეეტი სავალალო მდგომარეობაშია.
"ზუსტად ერთი თვის ჩამორჩენაა როგორც შემოსავლებში, ასევე ხარჯებში. თითქმის ყველა საშემოსავლო პარამეტრის 11 თვის გეგმა ჩავარდა. თავად დარწმუნდით ამაში:
-შემოსავლების გეგმა - 9,105 მილიარდი ლარი. შესრულება 11 თვეში - 7,760. წლის ბოლომდე უნდა შემოვიდეს 1,35 მილიარდი ლარი, ანუ თითქმის ორჯერ მეტი, ვირე საშუალოდ თვეში წინა პერიოდში.
- გადასახადების გეგმა - 6,820 მილიარდი ლარი. შემოსულია 6,110. წლის ბოლომდე უნდა შემოვიდეს 6,820 მილიარდი ლარი, ანუ 155 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე საშუალოდ თვეში შემოდიოდა.
- ყველაზე მძიმე მდგომარეობა ხარჯებშია. გეგმა არის 9,080 მილიარდი ლარი, დღემდე დახარჯულია 7,657 მილიარდი. დასახარჯია 1,42 მილიარდი ლარი, ანუ ზუსტად ორჯერ მეტი, ვიდრე იხარჯებოდა საშუალოდ თვეში.
დახარჯავ? პასუხი აგეთ ლარზე! არ დახარჯავ? პასუხი აგეთ ჩავარდნაზე", - წერს გოცირიძე.