გუგული მაღრაძე: შეიძლება 1-2 ადამიანი უკრაინელებისთვის მისაღები აღმოჩნდეს!

გუგული მაღრაძე: შეიძლება 1-2 ადამიანი უკრაინელებისთვის მისაღები აღმოჩნდეს!

უკრაინის ხელისუფლებაში მყოფი ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა "ნაციონალურ მოძრაობასთან" განსაკუთებით ახლო ურთიერთობაში იყო. აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"უკრაინის ხელისუფლებაში მყოფი ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა "ნაციონალურ მოძრაობასთან" განსაკუთებით ახლო ურთიერთობაში იყო. შეიძლება, მათ გარკვეული კანდიდატურები წააყენონ. ვერ ვიტყვით, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მართვაში არაფერი იცოდა. ამ მოძრაობის ორიენტირი ანტიჰუმანური იყო, რა ბედი ეწეოდა მოქალაქეს მათ მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, ეს არ აინტერესებდათ. თუმცა საგარეოდ გამოსაჩენი რაღაცეები "ნაციონალური მოძრაობის" დროს  გაკეთდა. შეიძლება, 1-2 ადამიანი უკრაინელებისთვის მისაღები აღმოჩნდეს, ჩვენ ხომ არ ვიცით, უკრაინის ხელისუფლებას რა პრიორიტეტები აქვს. გამორიცხვით არაფერს არ გამოვრიცხავ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს უკრაინის ხელისუფლებას დიდ სარგებელს ვერ მოუტანს", - განაცხადა გუგული მაღრაძემ.


 როგორც მაღრაძემ განაცხადა,  ორი სახელმწიფოს ურთიერთობა რამდენიმე ადამიანის ხელისუფლებაში ყოფნაზე  არ არის დამოკიდებული.

"კვიტაშვილის მიმართ, იცით, რომ სისხლის სამართლის საქმე არ არის აღძრული. მაგრამ თუკი მათ ხელისუფლებაში ისეთებიც იქნებიან წარმოდგენილნი, ვის მიმართაც საქმეა აღძრული, ჩვენი ხელისუფლება ვალდებული იქნება, უკრაინის ხელისუფლებას აცნობოს და შესაბამისი ღონისძიებების გატარება მოსთხოვოს. წინასწარ არ ვიცი, უკრაინის ხელისუფლება რას იზამს, მაგრამ მეეჭვება, ის, ვის მიმართაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგას, უკრაინის მთავრობაში მოხვდეს. პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროსაც, ალბათ, ამაზეც იქნება საუბარი იმიტომ, რომ ორი მეგობარი ქვეყანა ერთმანეთს მსგავსი მიმართულებითაც ანგარიშს უნდა უწევდეს", - განაცხადა მაღრაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: