დავით უსუფაშვილი: გადავდგით ნაბიჯი, რომ ევროპულ სისტემამდე მივიდეთ!

დავით უსუფაშვილი: გადავდგით ნაბიჯი, რომ ევროპულ სისტემამდე მივიდეთ!

   გაცილებით მყარი ნაბიჯის გადადგმა შეიძლებოდა, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ვერ მოხერხდა. არ უნდა ვიფიქროთ, რომ დავრჩით წარსულში-არა, წარსულში არ დავრჩენილვართ. აღნიშნულზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა "კავკასიის" ეთერში ისაუბრა.

 

 მისი თქმით,  სიღრმისეული რეფორმების გატარების ნაცვლად  ჯერ კიდევ "იზოლირებული საკითხების მოგვარება" მიმდინარეობს, რაც პრობლემას წარმოადენს.  როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის კაკნონპროექტის მიღებით არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება თითქოს წარსულში დავრჩით.

"გაცილებით მყარი და გრძელი ნაბიჯის გადადგმა შეიძლებოდა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა ამ ეტაპზე. ამის მიუხედავად, არ უნდა გაგვიჩნდეს განცდა, რომ დავრჩით წარულში - არა, წარსულში არ დავრჩენილვართ. გადავდგით ნაბიჯი, მაგრამ ეს არის, ჩემი აზრით, ნახევარი ნაბიჯი იმისთვის, რომ ბოლომდე და ევროპულ სისტემამდე მივიდეთ. დედას გეფიცებით ასე ვფიქრობ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ .

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: