ხათუნა ლაგაზიძე: რით ვერ იპოვეს ღირსეული სამი უკრაინელი მინისტრი?!

ხათუნა ლაგაზიძე:  რით ვერ იპოვეს ღირსეული სამი უკრაინელი მინისტრი?!

" ეს საკუთარი ერის შეურაცხყოფა არ არის?!"- ასე  აფასებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ალექსანდრე კვიტაშვილის და ყოფილი ხელისუფლების წევრების სხვა თანამდებობებზე შესაძლო დანიშვნის ფაქტს.

"რა, დასაჭურისდა გონებრივად უკრაინელი ერი?! რით ვერ იპოვეს ღირსეული სამი უკრაინელი მინისტრი?! ფინანსთა მინისტრი კიდევ ხო: კორუფციაში ჩაფლულ მმართველ ელიტებს გარე კონტროლი ნამდვილად სჭირდებათ, მაგრამ კვიტაშვილის მიერ გატარებული ჯანდაცვის რეფორმა მაინც თუ შეისწავლეს ნეტავ?! უკრაინელებს კიდევ ექსპერიმენტები სჭირდებათ?! მრჩევლებად რომ წაეყვანათ, კიდევ ჰო,  სრულიად გასაგები და მისაღები პრაქტიკაა, მაგრამ ასე?!", - აცხადებს ლაგაზიძე.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: