ალექსანდრე კვიტაშვილი: ბოლო სამი თვის განმავლობაში უკრაინაში რეფორმებზე ვმუშაობდი!
თანამდებობას უკრაინელი ხალხისადმი ღრმა პატივისცემის გამო დავთანხმდი. აღნიშნულიზე უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, ალექსანდრე კვიტაშვილმა უკრაინის უმაღლეს რადაში გამოსვლისას ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის უმაღლესმა რადამ გუშინ მინიდტრთა კაბინეტი დაამტკიცა.
"ბოლო სამი თვის განმავლობაში უკრაინაში რეფორმებზე ვმუშაობდი, მაგრამ ამ ქვეყნისადმი სიყვარული უფრო დიდი ხნის სიყვარულს უკავშირდება. ამ თანამდებობაზე მუშაობის შეთავაზება უკრაინისა და უკრაინელი ხალხისადმი ღრმა პატივისცემის გამო მივიღე. ამაყი ვარ, იმ დიდი ქვეყნის მოქალაქეობის მიღებით, რომელსაც უდიდესი მომავალი აქვს", - განაცხადა ალექსანდრე კვიტაშვილმა.