ზაქარია ქუცნაშვილი: დამისახელეთ რეფორმა, რითაც კვიტაშვილი შეიძლება იყოს საამაყო!
დამისახელეთ ერთი რეფორმა, რომელიც განხორციელდა კვიტაშვილის მინისტრობის დროს და რომელმაც სარგებელი მოუტანა ჩემს ხალხს. აღნიშნული განცხადება უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა უკრაინაში საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნას გამოხმაურებისას გააკეთა.
"ვინც ბრალდებულები არ არიან დანაშაულის ჩადენაში, რა თქმა უნდა, ისინი თავისუფლები არიან და მათ მიმართ არ შეიძლება არსებობდეს სისხლის სამართლებრივი ხასიათის პრეტენზია, მაგრამ დამისახელეთ ერთი რეფორმა, რომელიც განხორციელდა კვიტაშვილის მინისტრობის დროს და რომელმაც სარგებელი მოუტანა ჩემს ხალხს. პირიქით, სახელმწიფო საავადმყოფოების დახურვა და კერძო საავადმყოფოების გახსნა ხდებოდა,"- განაცხადა ქუცნაშვილმა თოქშოუ "არჩევანში".