თედო ჯაფარიძე: კონტაქტები უკრაინასთან უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო!

თედო ჯაფარიძე: კონტაქტები უკრაინასთან უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო!

  უკრაინას ჯერ კიდევ ვერ გაუგია, რა მოხდა 2012 წელს და რა მემკვიდრეობა დაუტოვა მთავრობამ ქართველ ხალხს, მე ამას დიპლომატიურ ჩავარდნას ვუწოდებდი. აღნიშნული განცხადება  პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან თემის კომეტირებისას გააკეთა.

"თუ უკრაინას ჯერ კიდევ ვერ გაუგია, რა მოხდა 2012 წელს, თუ რა მემკვიდრეობა დაუტოვა საქართველოს მთავრობამ ქართველ ხალხს, მე ამას ვუწოდებდი დიპლომატიურ ჩავარდნას. უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო კონტაქტები უკრაინასთან - დიპლომატები იქნებოდნენ თუ სხვა სახელმწიფო მოღვაწეები და უფრო ადეკვატური უნდა ყოფილიყო ის ინფორმაცია, რომელიც მიდიოდა საქართველოდან", - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: