დავით უსუფაშვილი: ეს სისტემა მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსკლუზიურ დაქვემდებარებაში იყო!

დავით უსუფაშვილი: ეს სისტემა მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსკლუზიურ დაქვემდებარებაში იყო!

  ბოროტმოქმედებს შინაგან საქმეთა სამინისტროში შეუძლია ბოროტად გამოიყენოს ე.წ გასაღების მექანიზმი. აღნიშნულზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა "კავკასიის" ეთერში ისაუბრა.

 

  უსუფაშვილის თქმით,  ასეთი ბოროტმოქმედებისგან სხვა უწყებებშიც არ იყვნენ დაზღვეულები.

"ეს სისტემა იყო მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსკლუზიურ დაქვემდებარებაში. კაციშვილი ვერც თვალს შეყოფდა იქ და ვერც ყურს. ეს იყო ვანო მერაბიშვილის აწყობილი სისტემა. რა შევქმენით ჩვენ? - ახლა სისტემა სანახევროდ გამოვიდა გარეთ და დაახლოებით ორმაგ დაქვემდებარებაშია. ბოროტმოქმედს შინაგან საქმეთა სამინისტროში, დიახ, შეუძლია, ბოროტად გამოიყენოს ეს მექანიზმი, მაგრამ ასეთი ბოროტმოქმედებისგან ჩვენ სხვა უწყებებშიც არ ვიყავით დაზღვეული, თუმცა, მე მჯეროდა და ახლაც მჯერა, რომ სხვაგან უფრო დაზღვეულები ვიქნებოდით", - განაცხადა უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. გასაღების შსს-დან გამოსვლის თაობაზე არც ერთი მიდგომა გათვალისწინებული არ იქნა.

"მე მინდოდა ეს. მე ვთვლიდი, რომ ეს იყო სწორი, მაგრამ იმით, რაც გაკეთდა, ქვეყანა არ დაქცეულა. ამის გამო კი არ უნდა შეველეწოთ მე და ბესელია, მე და მარგველაშვილი, მარგველაშვილი და ღარიბაშვილი, არამედ დავინახოთ, სად ვართ და გადავდგათ შემდეგი სწორი ნაბიჯი", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: