თამარ ბერუჩაშვილი: მიხეილ უკლება თანამდებობაზე მუშაობას აგრძელებს!
მიხეილ უკლება აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობას აგრძელებს და აქტიურად იღებს მონაწილეობას საქართველოს პრემიერ-მიისტრის უკრაინაში ვიზიტის მომზადებაში. აღნიშნული განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა გააკეთა.
როგორც ბერუჩაშვილმა განაცხადა, კიევში საქართველოს ელჩის მიხეილ უკლებას შესახებ გარცელებუი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
"მიხეილ უკლება არის ადგილზე. გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ის მუშაობას აქტიურად პრემიერ-მინისტრის უკრაინაში ვიზიტის დაგეგმვაზე. ვთხოვდი ყველას, რომ არ ატეხოს აჟიოტაჟი ამ თემებთან დაკავშირებით. რადგან საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობა, პარტნიორობა და ახალი გამოწვევები ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ერთი და ორი მინისტრის დანიშვნა", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.