ლია მუხაშავრია: ერთი პატიმარიც რომ გარდაიცვალოს საგანგაშო ფაქტი უნდა იყოს!

ლია მუხაშავრია: ერთი პატიმარიც რომ გარდაიცვალოს საგანგაშო ფაქტი უნდა იყოს!

  ერთი წლის განმავლობაში  ერთი პატიმრის გარდაცვალებაც კი უწყებაში საგანგაშო ფაქტი უნდა იყოს. აღნიშნულზე  არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პიორიტეტის" ხელმძღვანელმა ლია მუხაშავრიამ სასჯელაღსრულების #18 დაწესებულებაში მომხდარ სავარაუდო სუიციდზე ისაუბრა.


როგორც მუხაშავრიამ განაცხადა,  სანამ გამოძიებით დადანაშაულებული პირები არ დაისჯებიან, იქამდე ციხეებში მსგავსი პროცესები გაგრძელდება და უამრავი ადამიანის სიცოცხლეს შეექმნება საფრთხე.

"ერთი პატიმარიც რომ გარდაიცვალოს მთელი წლის განმავლობაში, ეს უნდა იყოს საგანგაშო ფაქტი, მით უფრო, რომ ევროსასამართლომ დაადასტურა ცინცაბაძის საქმეზე, რომ სათანადო გამოძიების სისტემა არ არსებობს ჩვენთან. ამიტომ, ყოველი შემთხვევა უნდა იყოს გულდასმით გამოძიებული და თუ ქვეყანაში არ დამთავრდა და არ დაისაჯა გამოძიების შედეგად, დადანაშაულებული ადამიანი, ეს გაგრძელდება და კიდევ უამრავი ადამიანის სიცოცხლე იქნება საფრთხეში." - განაცხადა მუხაშავრიამ.

ცნობისთვის, შემთხვევა გუშინ მოხდა. სასჯელაღსრულების N18 (სასჯელაღსრულების ცენტრალური საავადმყოფო) დაწესებულებაში პატიმარმა თავი მოიკლა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: