ლაშა თორდია: წარმოვადგენთ მასალებს, რომელზეც ნდობის ჯგუფის წინა სხდომაზე იყო საუბარი!
საქართველოს გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია პარლამენტის ნდობის ჯგუფს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, დაცვის პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინანსურ საქმიანობაზე მისი უწყების მიერ მომზადებულ დასკვნას გააცნობს.
როგორც ლაშა თორდიამ განაცხადა, გარკვეულ საქმეებთან დაკავშირებით, სამართალდარღვევის ნიშნები იკვეთება და ნდობის ჯგუფის ინტერესიც ამ საკითხებს უკავშირდება.
"ახლა წარმოვადგენთ მასალებს, რომელზეც საუბარი იყო ნდობის ჯგუფის წინა სხდომაზე. იმის გათვალისწინებით, რომ მასალა ძალიან ბევრია, ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ კიდევ ერთხელ შევკრებილიყავით. პარლამენტის წევრებს კითხვები აქვთ სხვადასხვა უწყებებთან დაკავშირებით და ამ კითხვებს დღეს ვუპასუხებთ", - აღნიშნა ლაშა თორდიამ.