თბილისის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები დაფიქსირდა
თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა თბილისის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები გამოავლინა.
ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის გეგი ნიჟარაძის ინფორმაციით, მორიგი ინსპექტირების დროს, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა, ლილოს დასახლებაში დააკავეს ორი მიკროავტობუსი, რომელსაც უკანონოდ მოჭრილი 5 კუბური მეტრის ოდენობის წიფლის დაჭრილი მორები გადაჰქონდა. მიკროავტობუსები დააკავეს, ასევე, ლისის ტბის დასახლებასა და გლდანში. ჯამში, გასულ ღამეს ინსპექტირებისას ზედამხედველობის სამსახურმა 13 კუბური მეტრის ოდენობის უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღეს.