სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას  ამის შესახებ  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.     

"საგამოძიებო სამსახურმა, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ლევან გოგოჭური დააკავა.

დადგენილია, რომ ბრალდებულმა, ერთერთ მოქალაქეს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 224 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის  და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების 1 ლარად გადაცემაში, დახმარების გაწევის სანაცლოდ,  ქრთამის სახით, 20 000 აშშ დოლარი გამოართვა.

დანაშაულებრივ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ - ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 11 წლამდე ვადით",-აცხადებენ უწყებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: