ნინო ლომჯარია: აქაც გვისმენენ?!

ნინო ლომჯარია: აქაც გვისმენენ?!

  საქართველოში ინტერნეტმიყურადების თვალსაზრისით უფრო რთული ვითარებაა, ვიდრე სატელეფონო მოსმენებზე. აღნიშნულზე  არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ გადაცემა "არჩევანში" ისაუბრა.

 ლომჯარიას განცხადებით, მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს კი არ უსმენენ, არამედ უსმენენ მეგობრებს და მერე აშანტაჟებენ. მათ იციან, ვინ ვის როგორ ელაპარკება და ეს რეალობაში ხდება.


"ფაქტობრივად შეუზღუდავად და შეუფერხებლად კითხულობენ, ვინ რომელ საიტზე შევდივართ, რა მეილს და ვის ვუგზავნით, რითი ვინტერესდებით. მე ვფიქრობ, რომ ტელეფონზე მეტად საქართველოში ინტერნეტთვალთვალია სახიფათო. აქ რეგულაციები თითქმის არ არსებობს და არც კონტროლის მექანიზმებია", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: