ნიკოლოზ მჟავანაძე: სააკაშვილის ხელისუფლება ე.წ. "კანონიერ ქურდებთან" თანამშრომლობდა!
ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებს საქართველოში სიტუაციის ასარევად იყენებს. აღნიშნულზე
"უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"სააკაშვილის ხელისუფლება ე.წ. "კანონიერ ქურდებთან" თანამშრომლობდა. კერძოდ, უკრაინიდან 2009 წელს საქართველოში შემოდიოდნენ კრიმინალური ავტორიტეტები - კახა ჯანგველაძე, ამირან ებრალიძე, ანთიმოზ ქუხილავა, კოსტა ბობოხიძე და მათ მიმართ არავითარი სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები არ ტარდებოდა, ამავე დროს სააკაშვილისთვის მიუღებელ კრიმინალურ ავტორიტეტებს, რომლებიც მასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებდნენ, თვითმფრინავის ტრაპზევე აპატიმრებდნენ.
ჩვენ გვაქვს აღნიშნულ პირებზე დეტალური ინფორმაცია, თუ როდის და რა გზით ხდებოდა მათ მიერ საქართველოში შემოსვლა და შემდგომში ქვეყნის საზღვრების დატოვება, ამიტომ მოვუწოდებთ შსს-ს, გამოიძიოს, რატომ არ ხდებოდა ამ ადამიანების მიმართ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისგებაში მიცემა, ვინ აფარებდა ხელს მათ და რა სახის თანამშრომლობა იყო ხელისუფლებასა და ამ პირებს შორის", - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.