რკინიგზის თანამშრომელთა პროტესტი დასრულებულია
რკინიგზის თანამშრომლებთან დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ, შეთანხმება მიღწეულია. განცხადება ამი შესახებ საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კოკა გუნცაძემ და გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთეს.
"რკინიგზელთა გარკვეული ნაწილის პროტესტი დასრულებულია და მოლაპარაკებების გზით, ურთერთკომპრომისის საფუძველზე მიღწეულია შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს რკინიგზის მენეჯმენტის ინტერესებს, ასევე გაფიცულთა მოთხოვნებს. მიუხედავად, რკინიგზელთა გარკვეული ნაწილის პროტესტისა, საქართველოს რკინიგზას მოძრაობა არც ერთი წუთი არ შეუწყვეტია და დღესაც სრული დატვირთვით განაგრძობს მუშაობას",- განაცხადა გუნცაძემ.
ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ კონფლიქტი მხარებს შორის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ ამოწურული იქნება.