ნინო ბურჯანაძე: საქართველოს გამბედავი და დამოუკიდებელი მთავრობა არ ეღირსა!

ნინო ბურჯანაძე: საქართველოს გამბედავი და დამოუკიდებელი მთავრობა არ ეღირსა!

საქართველოს გამბედავი და დამოუკიდებელი მთავრობა არ ეღირსა, რომლისთვისაც უპირველესი ქვეყნის ინტერესები იქნება.  აღნიშნული განცხადება "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გააკეთა.


"გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, თუ როგორ იცავენ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებს გაბედული ლიდერები. თურქეთმაც კი, რომელიც არის NATO-ს წევრი და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ყველას აჩვენა, რომ ქვეყნის ინტერესები გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე რომელიმე ორგანიზაციის ან სახელმწიფოთა ჯგუფის ინტერესები.

სამწუხაროდ, საქართველოს გამბედავი და დამოუკიდებელი მთავრობა არ ეღირსა, რომლისთვისაც უპირველესი ჩვენი ქვეყნის ინტერესებია.

მივმართავ მთავრობას: გამოიყენოს ეს ისტორიული შანსი და შესთავაზოს რუსეთს და თურქეთს საქართველოს ტერიტორიაზე გაზსადენის გაყვანა.


ეს კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას, მათ შორის ევროპაშიც. მოიტანს სერიოზულ პოზიტიურ ეკონომიკურ ძვრებს და რაც მთავარია, გაამყარებს ქვეყნის სტაბილურობას.

ეს პროექტი, ქვეყნის ჭკვიანი მმართველის პირობებში, ჩვენი სამშობლოს უმნიშვნელოვანესი პრობლემების მოგვარების სერიოზული შესაძლებლობა გახდება.

ჩვენ ჩვენი პრობლემები უნდა მოვაგვაროთ და არ უნდა შევწიროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები ორ სუპერსახელმწიფოს შორის გავლენის სფეროებისთვის ბრძოლას.

ყველა ის პოლიტიკოსი, ვისაც ესმის პოლიტიკა და არ ასრულებს დაკვეთას გარედან, მიხვდება, რომ ეს ინიციატივა ემსახურება მხოლოდ ქართული ინტერესების უზრუნველყოფას", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: