ირაკლი ღარიბაშვილი:-"ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ მათ ჰქონდეთ ცხოვრების ისეთი პირობები, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყანას შეეფერება"
მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სპეციალური განცხადებით ეხმაურება და ამბობს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, ყველა პირობა შექმნას იმისათვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა თავი დაცულად და რეალიზებულად იგრძნონ.
"დღეს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს აღნიშნავს.
განვითარებულ საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება არსებობს და იგი პატივისცემასა და თანადგომაზეა დაფუძნებული. სახელმწიფო ვალდებულია ყველა პირობა შექმნას იმისათვის, რომ ამ ადამიანებმა თავი დაცულად და რეალიზებულად იგრძნონ. ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ მათ ჰქონდეთ ცხოვრების ისეთი პირობები, როგორც ეს პროგრესულ საზოგადოებას, ცივილიზებულ ქვეყანას შეეფერება. მჯერა, რომ ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ამას" -აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.