ნდობის ჯგუფი ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს
პარლამენტის ნდობის ჯგუფი საქართველოს პრემიერ-მინისტრს რამდენიმე მასალაზე გრიფი "საიდუმლოს" მოხსნის წინადადებით მიმართავს.
ნდობის ჯგუფის დღევანდელ შეხედრაზე აუდიტის სამსახურის დასკვნები განიხილეს.
ჯგუფის ხელმძღვანელის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ვლინდება, რომ გარკვეული საიდუმლო შესყიდვები კანონის გვერდის ავლით განხორციელდა.
"ნდობის ჯგუფის შესახებ კანონის მიხედვით, ჩვენი გვაქვს უფლებამოსილება, თუკი საჭიროდ ჩავთვლით, მასალები შემდგომი გამოძიებისთვის პროკურატურას გადავცეთ ან მივმართოთ პრემიერს, გარკვეული დოკუმენტაციის განსაიდუმლოების მოთხოვნით, თუ დავინახავთ, რომ შესაბამისი შესყიდვა არასწორად განხორციელდა. ამ შემთხვევაში ვიხილავდით აუდიტის სამსახურის მიერ მიღებულ დასკვნებს საიდუმლო შესყიდვებთან დაკავშირებით. ჩავთვალეთ, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით საიდუმლო შესყიდვები კანონის გვერდის ავლით განხორციელდა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე მივიჩნიეთ და შესაბამისად, რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით პრემიერს მივმართავთ გრიფის მოხსნის მოთხოვნით", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.