ირაკლი სესიაშვილი:სურვილი გვაქვს, ჩვენს პარტნიონ ქვეყანასთან - უკრაინასთან ერთად ევროპისკენ ერთად ვიაროთ!
მიუღებელი იქნება, უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე ის პირები დაინიშნონ, რომლებსაც თავის მხრივ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აკისრიათ ჩვენს ქვეყანაში 9 წლის მანძილზე არადემოკრატიული რეჟიმის დამყარებაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა.
"ჩვენ, პირველ რიგში, სურვილი გვაქვს, ჩვენს პარტნიონ ქვეყანასთან - უკრაინასთან ერთად ევროპისკენ ერთად ვიაროთ. თავისთავად ცხადია, დაინტერესებულები ვართ, რომ ჰყავდეთ ძლიერი ხელისუფლება - ორინტირებული ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე. ჩემთვის, მაგალითად, მიუღებელი იქნება, უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე ის პირები დაინიშნონ, რომლებსაც თავის მხრივ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აკისრიათ ჩვენს ქვეყანაში 9 წლის მანძილზე არადემოკრატიული რეჟიმის დამყარებაში. თავისთავად ცხადია, დაინტერესებული ვარ, რომ უკრაინას ძლიერი, კარგი მომავალი ჰქონდეს", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.