"ქალები ადამიანის უფლებებისთვის"
10 დეკემბერს, 14:00 სთ-ზე, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში გაიხსნება ფოტოგამოფენა, სახელწოდებით - "ქალები ადამიანის უფლებებისთვის". გამოფენაზე გამოიფინება 2014 წელს ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის მიერ ორგანიზებული ქალი უფლებადამცველების ფოტოკონკურსზე წარმოდგენილი ფოტომასალა. ფოტოები ასახავს ქალი უფლებადამცველების საქმიანობას.
კონკურსში მონაწილეობას იღებდა 15 უფლებადამცველი ქალი სხვადასხვა ქვეყნიდან და წარმოდგენილი იყო 12 ფოტოგრაფის ნამუშევარი. ფოტოკონკურსში გაიმარჯვა ქართველმა ფოტოგრაფმა დარო სულაკაურმა, თბილისის ადამანის უფლებათა სახლის წევრი უფლებადამცველის, ლელა ცისკარიშვილის ფოტოთი.
გამოფენის მიზანია, წარმოაჩინოს ქალის მნიშვნელოვანი როლი უფლებათა დაცვის საკითხებში, როგორც ადგილობრივ და ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.
გამოფენის გახსნაზე მოხსენებით გამოვლენ:
ნინო ელბაქიძე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯდომარე;
ლელა ცისკარიშვილი, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი (Gჩღთ) - ფოტოკონკურსში გამარჯვებული უფლებადამცველი;
გამოფენის სტუმრებს სიტყვით მიმართავს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც, რომელიც უფლებადაცვით სფეროში ქალების როლზე ისაუბრებს.
მისამართი:
ქ. თბილისი, მელიტონ ქანთარიას 11 ა, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზი (-1 სართულ