"რელიგიები ძალადობის წინააღმდეგ" შსს-ს კამპანიას!"არა ძალადობას ეხმიანება"

"რელიგიები ძალადობის წინააღმდეგ"  შსს-ს კამპანიას!"არა ძალადობას ეხმიანება"

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და საქართველოში მოქმედი სხვა რელიგიური კონფესიები საპატრიარქოს წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში კონფერენციას გამართავენ.

"ბოლო პერიოდში, საქართველოში  გამოვლენილმა ოჯახური ძალადობის ფაქტებმა საყოველთაო შეშფოთება გამოიწვია. სახელმწიფოს, კერძოდ -შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წამოწყებულ მსხვილმასშტაბიან სოციალურ კამპანიას გამოეხმაურა ფართო საზოგადოებრიობა. 

ვინაიდან, სულიერებას და რწმენას, ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, ინტერრელიური ჯგუფის სხდომაზე, რომელშიც გაერთიანებულნი არიან  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ქვეყანაში მოქმედი 10 რელიგიური კონფესია, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება განხორციელდეს ერთობლივი ქმედებები მოცემული პრობლემის დასაძლევად.

პირველ ეტაპზე მზადდება ვიდეორგოლი, სადაც ინტერრელიგიური ჯგუფის წევრები მიმართავენ თავიანთ სამწყსოს ოჯახში ძალადობის თემაზე, ხოლო  დაგეგმილ კონფერენციაზე შემუშავდება ერთობლივი სამოქმედო გეგმა აღნიშნული მიმართულებით.


კონფერენცია - "რელიგიები ძალადობის წინააღმდეგ" ეხმიანება შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიას "არა ძალადობას!" მასზე მოწვეულნი არიან საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების  და საზოგადოების წარმომადგენლები,"- ნათქვამია განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: