ალექსანდრე კვიტაშვილმა პირველი დავალებები მიიღო
" აქ ყველაზე დიდი პრობლემა ტენდერების პრობლემაა, რომელიც სამინისტროს რეპუტაციას აზიანებს. აღნიშNულზე ალექსსანდრე კვიტაშვილმა "რუსთავი2"-თან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მას ჯანდაცვის სფეროში მტკივნეული, თუმცა აუცილებელი რეფორმების გატარება უმოკლეს ვადებში მოუწევს. კვიტაშვილი იმყოფებოდა სამინისტროში და თანამშრომლებსაც შეხვდა.
"აქ ყველაზე დიდი პრობლემა ტენდერების პრობლემაა, რომელიც აზიანებს სამინისტროს რეპუტაციას და იმიჯს და, რაც მთავარია, ხალხს, რომელიც ელოდება სპეცმედიკამენტებს და ამის შესყიდვა ოქტომბერში ვერ მოახერხეს იმიტომ, რომ გაუმართავი სისტემა არსებობს.
ამიტომ მეორე ქართული ჯგუფი მუშაობს სატენდერო სისტემების დალაგებაზე. მათ გამოვიყენებთ, რომ მომავალში განხორციელდეს შესყიდვები იგივე პრინციპით, როგორიცაა საქართველოში," - განუცხადა კვიტაშვილმა "რუსთავი 2"-ს.